დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს.
3 ივნისს გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან. პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" და ურთიერთგაგების მემორანდუმებს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის."
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ძველი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად განხორციელდა, 4 ივნისს დასრულდება.