logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს რა მომსვლია, როგორ გამომრჩა ეს შედევრი...
- +

12 ივლისი. 2019. 20:50

 

ეჰ, TAKO-TAKO!!!

******************

 

ეს რა მომსვლია, როგორ გამომრჩა ეს შედევრი, რომელივ ამ რამდენიმე წუთის წინ მესინჯერში "ჩამიგდეს".

 

სუპერ!

 

ახლა ამ ავტორსაც არ დააბრალოს "პუბლიცისტკამ" ჩემი, ბიძინასა და ყანდიაშვილის ტროლობა...

 

მით უმეტეს ჩემი! ბევრი მწარე მომხვედრია მისგან და..ობიექგურობა მაინც არასოდეს დამიკარგავს.

 

სხვათაშორის, არც იმ "ისტორიული" წერილის ავტორს, დავით მხეიძეს შევხვედრივარ დღემდე პირისპირ (ერთი-ორჯერ ფბ-დავკონტაქტდით... თქვენ წარმოიდგინეთ, ნოდარისა და ჯანსუღის მეგობრობას ვიცავდი. თურმე, სულ ფუჭად!). არადა, მაგ წერილის დამკვეთად, გამომაცხადა პოეტის ასულმა.

 

მამამისის მთაწმინდაზე

დაკრძალვის გამპროტესტებლების "მიგზავნაც" დამაბრალა, თანაც იმ ქალბატონების, ჩემ ცხოვრებაDი რომ არ შევხვედრივარ და სახეზეც არ ვიცნობ...

 

კიდევ უამრავი სიბინნძურე...

 

აგერ, ბოლოს, გაბუნიამ რომ "სიყვარული აუხსნა პუტინს" და უმალ შეიკრიბა პროტესტანთა მასა, ჩემი "ჯადოსნური ჯოხის " აქნევას მიაწერა ეგ მიტინგიც ყოვლის მცოდნე და სანდო "ჩიტების" მეგობარმა და ენატარტარა დამწყებმა პოლიტიკოსმა.

 

ახლა კივის და წივის, დამიცავით ტროლებისგანო... ნუ, ხომ ცხადია ვისი ტროლებისაგან ითხოვს "თავის დახსნას" ეს უტიფარი და ჭკუათხელი "პუბლიცისტკა".

 

სწორედ ამიტომ ვაზიარებ ამ პუბლიკაციას.

 

ობიექტურობის სრული დაცვით გაგანათლებთ ცნობილო "მეტრო": პუბლიცისტი თუ ვინმეა, ჭუმბურიძეა, ჟურნალისტიკის ვარსკვლავ - დამრიგებელო ქალბატონო!

 

მამათქვენის, ჭუმბურიძისეული შეფასებით - "საშუალო პოეგის", როგორც "დისიდენტის" შემოქმედებასა და "მოღვაწეობაში" ერთერთმა პირველმა, მან შეიტანა დასაბუთებული, ნამდვილი პუბლიცისტიკით ეჭვი, რის გამოც, გამორჩეულმა საბჭოთა პიეტმა და ფუნქცინერმა ბატონმა ჯანსუღმა, ჯერ კიდევ ათეული წლის წინ მიმართა ავტორს ჩვეული "ენამოსრებით"" "შენც, ბრუტუს?!"

 

ქალბატონ "პუბლიცისტკას" კითხვაც რომ უყვარდეს, გადაათვალიერებდა არა მარტო პასუხს ამ შეკითხვაზე, არამედ ამ ავტორის პუბლიცისტურ წერილებსაც, ეგებ, ცოტა რამ მაინც ესწავლა...

 

არ მინდა კალამი გამექცეს, ისედაც ცოტა როდი მაქვს სათქმელ-დასაწერი: "ჩვენ პასუხს ჩემბერლენისადმი" თავის დრო აქვს, ანუ, TAKO-ს აქტიურობაზეა დამოკიდებული...

 

მანამდე, ბატონმა ბიძინამ გაარკვიოს როგორ აპირებს ე.წ. პარგია "კანონიერება და სამართალი", თავისი ე.წ. დამაარსებლის სახით, "ჯოკერის" გადმოგდებას და ივანიშვილის (და მისი "სვავების"), ,ანუ, ჩემი "გამცოცხლებლის" საქართველოდან გაძევებას. რა თქმა უნდა ჩემთან ერთად.

 

მანამდე საინტერესო კია, გაირკვეს, "ქართუს" გარდა "მორკინალის დედოფლის" ახლობლობას, მის გამოჯანმრთელებას და, ახლა უკვე, პოლიტიკურ აქტივობას კიდევ ვინ აფინასებდა და აფინანსებს?

 

"გრუ"-ს კარტოთეკაში რამდენიმე ჩარკვვიანი კია, მაგრამ ლეიტენანტობას და ინფორმატორის რანგს აცილებული აქამდე არცერთი არ ყოფილა, ერთის გარდა, რომლის თიკუნია "ლეჩხუმსკი"...

 

უნდა ვქექო ამ მენაგვე-"დანოსჩიკების" ნაჩალიჩარი... ჰოდა, ამ უდროო დროს, "გრუ"-ს ბებერ გენერალს არ "გამიჩინეს" საქმე ამ უჯიშოებმა?

 

 

ნუგზარ ფოფხაძე იოსებ ჭუმბურიძის სტატუსზე საუბრობს, რომელიც ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

 

ღია წერილი თაკო ჩარკვიანს.

 

“ვერ ვიცრუებ: თქვენ არ მეცოდებით.

ჯანსუღ ჩარკვიანი მეცოდება.

ყველაფრის მიუხედავად მეცოდება.

იმის მიუხედავად, რომ ყველა ხელმწიფის ნავში იჯდა და ყველა ცეკასა და რაიკომის მდივანთან მეგობრობდა;

იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ღადაობდა - პარლამენტში, მწერალთა კავშირში, რესტორანში, ქორწილში, დაკრძალვაზე...

სხვათა შორის, მთაწმინდის გამოც მეცოდება.

დღევანდელ საქართველოში ორ კაცს ამადლიან სამუდამო განსასვენებელს:

ჯაბა იოსელიანს - დიდუბეს;

ჯანსუღ ჩარკვიანს - მთაწმინდას.

არადა, მთაწმინდაზე ოცნებაც არ გაუბედავს.

ლადო ასათიანი და მურმან ლებანიძე დიდუბეში წვანან, ჯანსუღ ჩარკვიანი - მთაწმინდაზე?!

ამას ვინმე როდესმე შეურიგდება?!

რატომ ჩააგდეთ ამ დღეში პირადად თქვენ და ბიძინა ივანიშვილმა?!

და ახლა იმ კაცს ებრძვით, ვინც თქვენს დაჟინებულ თხოვნასა და მიგზავნილ კაცებს, უარი ვერ უთხრა?!

არა, არ ვამართლებ: უარი უნდა ეთქვა.

***

ილიასთვის არც ფილიპე მახარაძეს უსვრია და არც ნოე ჟორდანიას, მაგრამ ილიას მკვლელობა იდეურად მათ შეამზადეს.

ამიტომ ისინიც ილიას მკვლელები არიან.

გაუგონარი ცინიზმი და მკრეხელობა იყო, ილიას გვერდით მისივე მკვლელი რომ მიუწვინეს.

თითქმის ასეთივე მკრეხელობაა ზვიად გამსახურდიას გვერდით ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა.

ნუ იტყუებით და ნუ ამბობთ, მწერალთა კავშირიდან ზვიადის გარიცხვას ხმა არ მისცაო.

ხმა იმიტომ არ მისცა, რომ იმ სხდომას არ ესწრებოდა.

და სად იყო?

მოსკოვში!

თუნდაც ხმა არ მიეცა, საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაუნდობელ ბრძოლას ეს გაამართლებდა?!

***

და ბოლოს - ორი შეკითხვა:

თავი მართლა პუბლიცისტი გეგონათ?!

თავი მართლა პოლიტიკოსი გგონიათ?” - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner