2 ივნისს, კულტურის სამინისტროში ჩატარდა პრესკონფერენცია რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz Festival-ის შესახებ, რომელიც წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, Kavkaz Jazz Festival-ის დირექტორი ელენე მეჩიტოვა, ლუვილის უნივერსიტეტის (აშშ) ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის ხელმძღვანელი მაიკლ ტრეისი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე.
რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz Festival 8-11 ივნისს, თბილისსა და ახალციხეში გაიმართება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება.
11 ივნისს, ფესტივალი რაბათის ციხის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, სადაც 17:00 საათზე დასკვნითი გალა-კონცერტი ჩატარდება. სპეციალურად ამ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოდიან: ARTE Band (ირანი) და Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი). ამავე კონცერტზე დაუკრავს ჯგუფი „სტუმრები" (საქართველო).
11 ივნისს 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე რაბათში დაგეგმილია ხალიჩების ფესტივალის საზეიმო გახსნა.
რაბათში გამგზავრების და ორივე ფესტივალზე (ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა კონცერტი) დასწრების მსურველებს 11 ივნისს, უფასოდ მოემსახურება ავტობუსები:
ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)
11 ივნისი - გასვლა-08:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა
გასვლა-10:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა
Kavkaz Jazz Festival-ის ფარგლებში, 1-დან 14 ივნისის ჩათვლით, პირველად საქართველოში ლუვილის უნივერსიტეტის (აშშ) ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის შემსწავლელ სკოლასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით, ჩატარდება ორკვირიანი ვორქშოფი, რომელსაც გაუძღვებიან ცნობილი ამერიკელი პედაგოგები და მუსიკოსები - მაიკლ ტრეისი (საქსოფონი) და კრეიგ ვაგნერი (გიტარა).
უკვე მესამედ, Kavkaz Jazz Festival მასპინძლობს მრგვალი მაგიდების სერიას მუსიკალური ექსპერტების მონაწილეობით საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.
ფესტივალის პროგრამა:
8 ივნისი
კონსერვატორიის დიდი დარბაზი 19:30
1.თულუღ თირფანის კვარტეტი (თურქეთი)
2. მაიკლ ტრეისი (საქსოფონი), კრეიგ ვაგნერი (გიტარა), აშშ
3. რეზო კიკნაძე
9 ივნისი
მოძრაობის თეატრი 19:30
1 The Birds - (სომხეთი)
2. კანუდოსი (საქართველო)
3. J.E.F. Experiment (აზერბაიჯანი)
10 ივნისი
1. ARTE Band - (ირანი)
2. პაპუნა შარიქაძე (საქართველო)
11 ივნისი
რაბათის ციხე; ახალციხე
1. ARTE Band - (ირანი)
2. „სტუმრები"(საქართველო )
3. Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი)
პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია „Art Bridge". პროექტის წარმდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ფესტივალის პარტნიორები: ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ვ.სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართელოში.