logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი ბერძენიშვილებს: შენი და შენი ძმის ხუშტურის გამო გიორგი გახარია არ გადადგება!
- +

13 ივლისი. 2019. 00:02

 

პროფესორი, ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

“ამათგან უფროსი, თავის მეგობრებს მოუწოდებს, თუ გახარიას მხარს უჭერთ, ამომშალეთო... მე როგორ მოვიქცე, - შენ და შენს ძმას რომ მხარს გიჭერენ, ისინი წავშალო მხოლოდ იმიტომ რომ 1. არ იციან რა ნაგავი ხარ; 2. არ იციან, როგორ ჩაუშვი მრავალი დისიდენტი; 3. არ იციან როგორ შეგაგზავნეს თვითმფრინავის ბიჭებიდან ერთ-ერთთან, ჩემი ბავშვობის მეგობართან, რომლის სახელს შენთან და შენს ძმასთან ერთად არ ვახსენებ, მას არ შეურაცხვყოფ; 4, 5, 6, 7........

 

ჰო, მიზეზი კიდევ ბევრია, ამიტომ ეს ჩემი მეგობრების გადასაწყვეტია, ისინი ამომშლიან თუ არა იმის გამო, რომ შენ და შენი ძმა მედროვეები და ჩამშვებები ხართ. ეს ძალიან რბილად და კულტურულად ნათქვამია. რა უნდა აგიხსნას ვინმემ ან რა ენაზე?! ფსევდოერუდიტო და ფსევდოგანათლებულო....

ხან შევარდნაძეს აქებდი და მერე მის ლანძღვაში და იმ დარეხვილის ქებაში ენის ხორკლები გაგიბლაგვდა, მერე იმ დარეხვილს უგანე და ბიძინა იყო შენი ,,მზე, მანათობელი..." ეს ,,მზეც" ჩაესვენა ,,შენთვის", რადგან ფული მოგაკლდა... და ახლა ისევ იმ დარეხვილის აპოლოგიაში გათენდება.,...

გასკდით საჯდომის ნაპრალზე, - შენი და შენი ძმის ხუშტურის გამო გიორგი  ახარია არ გადადგება! ჰო, მართლა, ამ ძმების მომხრეებს მოგმართავთ, თუ უხერხულობა გექმნებათ ჩემთან მეგობრობით, ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ეს ორი მედროვე, მე მაგის დრო არ მაქვს, - საცერი მოვიმარჯვო და გაგცრათ....

მაგას ამ ფსევდოერუდიტის დრო და ენერგია ჭირდება.... მე იმ 71 მეგობრის მიკვირს, ჩემზე თავგამოდებით რომ აქებენ გიორგი გახარიას, თან შენს მოწოდებას კითხულობს და მავანი ამ დრომდე ვერ მთმობს... მარდად მეგობრებო, არ მეწყინება- წერს ზაზა სიამაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner