საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. წირვა 10:00 საათზე დაიწყო.
„ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება.
სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30 საათზე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.