logo_geo
eng_logo
კიევში ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს
- +

13 ივლისი. 2019. 12:02

 

 

კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დასადგენად და დასაკავებლად. მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

 

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი - პუტინის „ნათლიმამა“ და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთაგან უკრაინის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner