logo_geo
eng_logo
დღეიდან, შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმები იზრდება
- +

13 ივლისი. 2019. 13:01

 

 

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმის რაოდენობის გაზრდა დღეიდან ძალაში შევიდა. კერძოდ, საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

ამასთან, ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner