„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხება.
ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე მივა.
ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.