logo_geo
eng_logo
პროკურორი ხატია დეკანოიძის დაკითხვაზე: კითხვები იქნება ყველა იმ ფაქტზე, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს
- +

13 ივლისი. 2019. 17:38

 

 

„კითხვები იქნება ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძის დაკითხვასთან დაკავშირებით პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განუცხადა.

 

„რაც შეეხება კითხვებს, გამოძიება დასვამს ყველა იმ კითხვას, რომელიც მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შინაარსზე, ფაქტებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით, შესაბამისად, კითხვები იქნება ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს. რაც შეეხება გამოკითხვის საჯაროობას, ბრალდების მხარის პოზიცია არაა, რომ პროცესი დაიხუროს, ეს არის იმპერატიული მოთხოვნა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით. აღნიშნული სხდომა ტარდება დახურულ რეჟიმში“, - განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.

 

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner