logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ამ დროისთვის ნიკანორ მელიას საქმეზე გამოკითხულია 80-მდე პირი
- +

13 ივლისი. 2019. 18:32

 

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკანორ მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

 

„ამ დროისთვის გამოკითხულია 80-მდე პირი. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს  პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner