ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს ნუგზარ ჯუღელის დაბადების დღეა!
79 წლის გახდა ჩემი და ჩვენი მეგობარი!
ნიჭიერი, კრისტალური პატიოსნების, უღალატო თანამშრომელი და მეგობარი...
პროფესიონალი ტელეწამყვანი!
კეთილშობილებით სავსე!
დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, სიხარული არ მოკლებოდეს ამ ღირსეულ კაცს!!!!
ბევრი რამ მაქვს მოსაგონარი. საამაყო, ღიმილისმომგვრელიც...
ორი სისუსტე ჰქონდა და აქვს: გულგრილი არ იყო ულამაზესი (მხოლოდ) ქალბატონების მიმართ და „აფრენდა" ქართულ სპორტზე...
დიდ ეროსის და განუმეორებელ კოტე მახარაძეს ვერ სჯობდა, მაგრამ მესამე „საპრიზო" ადგილი მკვიდრად ქონდა დასაკუთრებული.
ისტორიაში მაინც შევა არა როგორც მსახიობი, არამედ, როგორც სპორტული კომენტატორი განუმეორებელი, უნიკალური და ღიმილისმომგვრელი „სხარტულებით".
მხოლოდ ერთი მაგალითი. ამასაც იმიტომ ვიხსენებ, რომ იმდენად ფანტასტური ნათქვამია, რომ კაცს არ ჯერა, რომ ეს ეროსი მანჯგალაძემ კი არა, თავად ნუგზარ ჯუღელმა გააფრინა...
ბაქო. თბილისის „დინამო" სამარცხვინოდ აგებს „ნეფთჩისთან". ახალ თაობას გაუძნელდება იმის წარმოდგენა, თუ რას ნიშნავდა ქართველი გულშემატკივრისთვის წაგება აზერბაიჯანში ან სომხეთში. ტრაურია. ჯუღელი გამწარებულია და აფრქვევს და აფრქვევს შესაფერის „მარგალიტებს"...
ინიშნება მორიგი საჯარიმო დარტყმა ჩვენი „დინამოს" კარისკენ. ჯუღელმა ამოღერღა: ჯარიმა. ბაქოელები დასარტყმელად ემზადებიან... მეტისმეტად სახიფათო დარტყმა იქნება... ჩვენმა მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართეს!
შევიდა ჩვენი ნუგზარ ჯუღელი ამ ფრაზით საფეხბურთო ისტორიაში!
დანარჩენი იხილეთ ამ ბმულზე: http://www.for.ge/view.php?for_id=15759&cat=5