logo_geo
eng_logo
„Tbilisi Classic Open Air“ - ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება
- +

13 ივლისი. 2019. 19:31

 

 

თბილისის მერიის ორგანიზებით, იწყება პროექტი „Tbilisi Classic Open Air“, რომლის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება.

 

პროექტის პირველი კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).

 

ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.

 

20:00 საათზე კი, კონცერტის მეორე განყოფილება დაიწყება, რომელიც პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელიც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელი მუსიკოსები მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებებს შესთავაზებენ.

 

კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

 

ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner