logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული
- +

13 ივლისი. 2019. 19:34

 

 

„როდესაც გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული, ეს ვნებს ჩვენს დემოკრატიას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

 

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარებისთვის ოპოზიციას აქვს დიდი პასუხისმგებლობა.

 

„როდესაც გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული ეს ვნებს ჩვენს დემოკრატიას და ამის ნათელი მაგალითი არის „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროა, რომ დემოკრატიის ამგვარ განვითარებას, მათ შორის, სიცრუის ტირაჟირების წარმოუდგენელ მასშტაბს, ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner