logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღოს ერთი მომენტი და...
- +

13 ივლისი. 2019. 20:49

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღოს ერთი მომენტი და წარმოაჩინოს, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა“, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

 

„ძალიან კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი სტილია ძალადობა საზოგადოებრივ აზრზე და ტყუილი. ამ სერიიდან არის ეს ყველაფერიც.

 

ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ატყუებდნენ, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია, ლამის ამ კონტექსტში აიყვანეს ეს ყველაფერი და მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ ნიკა მელია დღეს თავისუფალია, აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სახე აქვს შეფარდებული.

 

იგივეა პრაქტიკულად დღეს, ცდილობენ, რომ რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღონ ერთი მომენტი და ეს გამოაჩინონ ისე, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ცალსახა ტყუილია ის, რომ ამ ჩანაწერის რამდენიმეწუთიანი მონაკვეთიდან შეიძლება რაღაც დასკვნები გამოიტანო, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, თითქოს ვიღაც ჩაგრავს ნიკა მელიას, ეს ასე ბუნებრივია არ არის.

 

საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა სხვა კადრებიც, თუმცა ცალკე აღებული არცერთი კადრით არ შეიძლება, რაიმე დასკვნის გამოტანა, მის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე მხოლოდ სასამართლო იმსჯელებს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ესეც მორიგი სპეკულაცია, მორიგი მანიპულაცია და მორიგი ძალადობაა საზოგადოებრივ აზრზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner