logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები...
- +

13 ივლისი. 2019. 20:51

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა.

 

მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნიკა მელიას მოწოდებების შედეგად პარლამენტის შტურმის და პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები მოდა.

 

„რეალობა არის ის, რომ ბატონი ნიკანორ მელიას  პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები- მოჰყვა ჯგუფური ძალადობა პოლიციელების მიმართ  და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.  ამ ყველაფერმა კონკრეტული შედეგები გამოიღო და გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც პროკურატურამ და შსს-მ მოიპოვეს, დღეს ნიკანორ მელია გახლავთ ბრალდებული“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

მეზვრიშვილმა ნიკა მელიას მიერ  გავრცელებულ ვიდეომასალაზე ისაუბრა და  კადრების გავრცელება დაცვის არასწორ სტრატეგიად შეაფასა.

 

„მათ წარმოადგინეს დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული მტკიცებულების განსხვავებული, მათთვის სასურველი ვერსია. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის მათთვის სასურველი ვერსიის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ისახავდა ეს მიზნად. თუმცა, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს ნათლად ვიხილეთ“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

„ეს კადრები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა ტელევიზიის მეშვეობით საზოგადოებამ ნათლად იხილა და  დაცვის მხარის აი ამ მცდარ და არასწორ სტრატეგიასთან დაკავშირებით საზოგადოება სათანადო დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner