logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: „ქართული ოცნებიდან“ წასვლას არ ვაპირებ
- +

ავტორი ანა ფერაძე

2 ივნისი. 2016. 16:24


 

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური პარტიას ქმნის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეჭიაურის პარტიაში გაწევრიანებას უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე აპირებს.


 „რეპორტიორმა" გავრცელებული ინფორმაცია თავად ლუკა კურტანიძესთან გადაამოწმა.


„ადამიანების ფანტაზიებს საზღვარი არ აქვთ. ის, რომ მე თამაზ მეჭიაურის პარტიას შევუერთდები, ეს დიდი ფანტაზიის ნაყოფია და რეალობას არ შეესაბამება.

 

მე ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი ვარ. მასთან ერთად დავიწყე ბრძოლა და თუ საჭიროა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება თუ დასრულება, მასთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტ.

 

„ქართული ოცნებიდან" წასვლას არ ვაპირებ, თუმცა ეს გადაწყდება ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ. დავრჩები კოალიციაში თუ უბრალოდ ძლიერ მოქალაქედ, ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვიქნები", - ამბობს ლუკა კურტანიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner