logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს - სახეზე იყო ძალადობის შემდგარი ფაქტი
- +

13 ივლისი. 2019. 21:19

„ალბათ, ყველამ კარგად იხილა ,რომ აქ ადგილი არ   ჰქონდა უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს, რომლებიც ძალადობის განხორციელების რეალურ საფრთხეს ქმნის  და სისხლის სამართლის წესით დასჯადია.  აქ სახეზე იყო უკვე რეალიზებული ძალადობა, ძალადობის შემდგარი ფაქტი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებში ნიკა მელიას მონაწილეობის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

 

მეზვრიშვილმა გამოძიებისთვის დამატებითი მუხლით კვალიფიკაციის ცვლილების შესახებაც ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც გამოძიების მიმდინარეობისას  მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები  გაჩნდა კვალიფიკაციის დამატების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ - კვალიფიკაცია არ შეცვლილა - დაემატა კვალიფიკაცია რაკი შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, არსებობდა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. გამოძიება მიმდინარეობს როგორც 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს ისე, 315- ე მუხლით, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

რაც შეეხება გამოძიების პროცესს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს რომ კონკრეტული შედეგები მალე დაიდება.

 

„იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში კონკრეტულ შედეგებს დავდებთ სამართალდამცავი ორგანოები და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოვიპოვებთ , რაც უკვე უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების  ჩადენის დადასტურების შესაძლებლობას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner