logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: პოლიცია 2 საათი თავდაცვით რეჟიმში, ფაქტობრივად შიშველი ხელებით ცდილობდა თავიდან აეცილებინა კორდონის გარღვევა
- +

13 ივლისი. 2019. 22:22

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა. მეზვრიშვილის განცხადებით სამინისტროში აქტიურად განიხილავენ აქციის შეწყვეტის სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დანერგვაზე, თუმცა რომელიმე საშუალების ცალსახად აკრძალვა უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება.

 

„აკრძალვას რაც შეეხება, ვმსჯელობთ ამ საკითხზეც, თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს  - ლეტალური და მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი სპეციალური საშუალება, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოიყენებს პოლიციელი  - მათ შორის ცრემლსადენი გაზი, მათ შორის წყლის ჭავლი, მათ შორის რეზინის ხელკეტი“, - განცხადა მეზვრიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში  პოლიციამ უნდა შეძლოს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. 

 

„ჩვენ რომ ხვალ დაგვიდგეს, ისეთი აუცილებლობა, რომ  სხვა სპეციალურმა საშუალებებმა- ცრემლსადენმა გაზმა, წყალსატყორცნმა, წყლის ჭავლმა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შედეგი ვერ გამოიღოს - და შედეგი არის ზოგადად, ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო აქციის შეწყვეტა - უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული, აქციის შეწყვეტის შედარებით უფრო ეფექტიანი  სპეციალური საშუალებები გამოვიყენოთ. ლეტალური შეიძლება აღმოჩნდეს სხვა სპეციალური საშუალებებიც - მათ შორის ცრემლსადენი გაზი, მათ შორის წყლის ჭავლი. ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ ყველაფერი უნდა ვაკრძალოთ და უბრალოდ, ძალიან მძიმე სიტუაციებში შეიძლება აღმოვჩნდეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით,  როდესაც ამის კრიტიკული აუცილებლობა იქნება. ისეთი აუცილებლობა -  როგორიც  აქ დაგვიდგა, როდესაც  პარლამენტს შტურმით იღებდნენ და პოლიცია უბრალოდ 2 საათი თავდაცვით რეჟიმში ფაქტობრივად შიშველი ხელებით ცდილობდა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, აეცილებინა თავიდან კორდონის გარღვევა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner