logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოვცხადდებით გამოკითხვაზე
- +

14 ივლისი. 2019. 03:03

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  ისაუბრა.  მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს და ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს. 

 

„სამოხელეო დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც გამოძიებს, უბრალოდ არ არის ეს ჩვენი მანდატი. გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ  2 კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გადააგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უწყება დაინტერესებულია გამოძიება სწრაფად წარიმართოს.:

 

„ჩვენს ინტერესშია რომ ეს გამოძიება სწრაფად დასრულდეს და თუ რეალურად შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტით დადასტურდება, რომ უფლებამოსილების გადამეტების კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, რა თქმა უნდა შესაბამისი შედეგები უნდა დადგეს და ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. ეს არის  რაზეც საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს და მედიასაშუალებებით გავრცელებული სამწუხარო ფაქტები ვიხილე“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა მზადაა  ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

 

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლიციელების დაკითხვები პროკურატურაში უკვე დაწყებულია. არანაირი პრობლემა არ გვაქვს - როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე  გამოვცხადდებით -დასამალი არაფერი გვაქვს. საგამოძიებო უწყებას მივაწვდით აბსოლუტურად ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა“, -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner