logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს
- +

13 ივლისი. 2019. 23:54

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა. მეზვრიშვილი სპეციალური საშუალებების გამოყენებას შეეხო და აღნიშნა რომ ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო.

 

„ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას - ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ „შეცდომა“ დავუშვით ჩვენ იმ ღამეს -  იყო ის, რომ 2 საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები  წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი , რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს -  რეზინის ხელკეტი და ფარი - პოლიტიკოსების მოწოდებებით  მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ უფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს მხოლოდ რეზინის ხელკეტი - ფარები- თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს.  - ახლა ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა“, - განაცხადა  ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner