logo_geo
eng_logo
ზურა დოიჯაშვილი: ჩემი თბილისი მესიზმრება და მეტირება
- +

14 ივლისი. 2019. 01:04

 

 

„საქართველოდან საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია“, - ამის შესახებ მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ახლა ვერ დავიწყებ პათეტიკურად ლაპარაკს სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ ფაქტია, საქართველოდან  საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. საქართველოდან კი არა, ჩემი უბნიდანაც არ გადავდიოდი სხვა უბანში. რუსეთში ცოტა ხნით ვიყავი წასული, ანაზღაურებაც კარგი მქონდა, მაგრამ ვერ გავძელი, ბევრი ჩვენი მომღერალი მოერგო იქაურ ყოფას, მე კი ვიტანჯებოდი, ჩემი მეგობრები მენატრებოდა, თბილისი მეძახდა და დავბრუნდი.

 

დიდი ოჯახი მაქვს -მეუღლე, სამი შვილი, შვილიშვილები. ბოლო დროს ძალიან გამიუარესდა ჯანმრთელობა. მოგეხსენებათ, ყველაფერს ფული სჭირდება, არადა, სიმღერის გარდა, სხვა პროფესია არ მაქვს.

 

დედის მხრიდან  ბებია მყავდა ებრაელი. ებრაელები კი ეროვნებას დედის ხაზით ადგენენ, ყოველთვის შემეძლო ისრაელში წამოსვლა. ბევრჯერ შემოუთავაზებიათ, მიმეღო მოქალაქეობა, მაგრამ უარს ვამბობდი. განა არ მიყვარს ისრაელი და ებრაელი ხალხი, ძალიანაც მიყვარს, მე ხომ ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ყოველ ეზოში ორი-სამი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. ბევრი ებრაელი ძმა მყავდა, ხშირადაც  ჩამოვდიოდი აქ, მაგრამ გული საქართველოს ვერ ელეოდა. სხვა გზა რომ არ დამრჩა, გადავწყვიტე და წამოვედი. იცით, როგორ ვარ? ორმოცდაათწლიანი ხე ამომიღეს და ახალ ნიადაგში ჩამრგეს. უდიდესი მადლობა ჩემი ბავშვობის მეგობრებს, ქართველ ებრაელებს. როგორც ვაზს ჭიგო, ისე შემეხიდნენ, წაქცევის საშუალებას არ მაძლევდნენ, მანუგეშებდნენ, მაგრამ ღამე მარტო რომ ვრჩები და ჩემი თბილისი მესიზმრება, მენატრება, მეტირება“, - აღნიშნავს ზურა დოიჯაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner