logo_geo
eng_logo
ნანა ლორთქიფანიძე: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით ბავშვი ოპერაციას გადაურჩა
- +

14 ივლისი. 2019. 02:32

 

 

„ოპერაციის მერე, როცა უკვე ლაპარაკი აღარ მიჭირდა, ჩემს პალატაში ბავშვი შემოიყვანეს“, - ამის შესახებ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „გზასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემი უფროსი შვილიშვილი გიორგი ძალიან ემოციური  ბავშვია და წიგნში წაკითხულს საშინლად განიცდის. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რომ წაიკითხა, ისე ინერვიულა, რომ ამბობდა: როცა გავიზრდები, ჩემს შვილებს ამ წიგნს არ წავაკითხებო. ჯერ მურადას სიკვდილი საშინლად განიცადა, მერე მჩუქნიდა. როცა გლანდების ოპერაცია გავიკეთე, საავადმყოფოში „ მე , ბებია, ილიკო და ილარიონი“  წაღებული მქონდა და იქ ვკითხულობდი. ოპერაციის მერე, როცა უკვე ლაპარაკი აღარ მიჭირდა, ჩემს პალატაში ბავშვი შემოიყვანეს, რომელსაც წაბლის ქერქი გადასცდა -ცხვირში ისე ჰქონდა შევარდნილი, ვერ გამოუღეს და ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა. საღამოს ამ ბავშვს შევთავაზე: ამ წიგნს ვკითხულობ და თუ გინდა, ისე წავიკითხავ, რომ შენც მომისმინო- მეთქი, ბავშვი მისმენდა, ზუსტად ვერ გეტყვი, რომელი ეპიზოდის მოსმენისას მოხდა, მაგრამ ისეთი სიცილი აუტყდა, რომ წაბლის ქერქი პირიდან გამოაგდო. ქირურგიულ ოპერაციას გადაურჩა, მისი მშობლები კი ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე და ნაყინი, ცივი მაწონი მოჰქონდათ, -შვილი ოპერაციას გადაგვირჩინეო. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით, ბავშვი ოპერაციას გადაურჩა - დაუჯერებელი და სასაცილო ამბავია“, - აღნიშნავს ნანა ლორთქიფანიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner