logo_geo
eng_logo
წყალტუბოს რაიონში იმერეთის რეგიონის აგროფესტივალი გაიმართა
- +

14 ივლისი. 2019. 10:28



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაიმართა „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“, რომლის ფარგლებში მოეწყობა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.


აგროფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.


„მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა რეგიონების მასშტაბით აგროფესტივალების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


აგროფესტივალზე წარმოდგენილი იყო იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო. სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვა.


„იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო. აგროფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner