ავტორი ანა ფერაძე
თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის ახალ გუნდში მოიაზრება ომარ ნიშნიანიძეც. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას „რეპორტიორი" ომარ ნიშნიანიძესთან შეეცადა.
როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, იგი თამაზ მეჭიაურთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ამის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
„თავის დროზე მე ვთქვი, რომ გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობთ მინდა შევხვდე ჩემს ლიდერებს და ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში თამზ მეჭიაურის იდეებისგან შორს არ ვარ.
შეიძლება ვითანამშრომლო თამაზ მეჭიაურთან და ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებ",- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.