ავტორი თეა ფირცხალავა
1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში დაიბადა ქართველებისთვის საამაყო ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი შთამომავალი, ერთ-ერთი დიდი ქართველი მამულიშვილი და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ეროვნული გმირი და ნაღდი ქართველი რაინდი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მხოლოდ ერთ პასაჟს გაგახსენებთ, რაც დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში:
ერთხელ კოტე აფხაზს უთქვამს ქაქუცასთვის, ქუდიც რომ შეგიგდონ რომელიმე პარტიაში, მაინც არცერთს არ გაეკარო... ბიჭო, მეშინია ამ პარტიების უთავბოლოობამ რაიმე უბედურებას არ გადაგვყაროსო...
კოტე აფხაზი დიდი ილიას დისშვილი იყო და კარგად იცოდა, რასაც ეუბნებოდა ქართველ რაინდს... ალბათ, ენანებოდა „გათხვრილი" პოლიტიკისთვის... დასკვნები თქვენთვის მომინდვია...
ამ სტატუსს ტერენტი გრანელის ლექსით დავასრულებ, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალებას ეძღვნება:
„კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ახლა მკვდარია,
დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი:
და საქართველოს ციდან ვუძახი.
მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს,
ახლა ძნელია სულის მიგნება.
ირგვლივ ღამეა, არ ჩანს მესია
და საშინელი ეს გაციგნება.
მაგრამ..! ლაზარე აღსდგება მკვდრეთით
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული.
მას ვამბობ რასაც ვამბობდი: კმარა!!!
მზეო! ამოდი, ამოდი ჩქარა!“