logo_geo
eng_logo
თურქეთში რუსეთიდან С-400-ის კომპონენტებით დატვირთული მეშვიდე თვითმფრინავი დაეშვა
- +

14 ივლისი. 2019. 16:42

 

თურქეთის „მიურთეზის“ სამხედრო ბაზაზე მეშვიდე თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც რუსეთისგან შესყიდული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის კომპონენტები ჩაიტანა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

 

თურქეთმა რუსეთისგან კომპლექსის მიღება პარასკევიდან დაიწყო.

 

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსეთისა და თურქეთის მსგავსი სახის თანამშრომლობა С-400-ის კომპლექსთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც იგეგმება.

 

„თურქეთი პირველი მერცახლია. რეგიონში აუცილებლად გაჩნდება С-400 და კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღების სიტემა რუსეთიდან. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ამ თანამშრომლობის მოცულობა ძალიან დიდია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გაიზრდება“, - განაცხადა სლუცკიმ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner