logo_geo
eng_logo
ქობულეთის საზაფხულო ფესტივალი
- +

14 ივლისი. 2019. 18:13

 

ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 14:00 საათიდან დაიწყო. აქ შეკრებილების განწყობაზე მოწვეული DJ ზრუნავდა. საღამოს სცენა ბენდებმა „Melomaniakk“-მა და „GOOFY LAND“-მა დაიკავეს. მუსიკოსებმა ორი საათის განმავლობაში მსმენელს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.

 

სანაპირო ზოლზე ფრანების შოუ გაიმართა. შავი ზღვის სანაპიროს გარშემო ათობით ფერადმა ფრანმა მოიყარა თავი. სპეციალური სივრცეები იყო მოწყობილი პატარებისთვის. მთელი დღის განმავლობაში საბავშვო გასართობი ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ყველაზე პატარებისთვის ამფითეატრში მულტფილმების ჩვენება გაიმართა.

 

საღამო ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა. ღონისძიების კულმინაცია ფოიერვერკი იყო. აქტივობები ცენტრალურ პარკში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner