logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: რაც ახლა ხდება, იმას ქართული, „საკუთარ“ პოლიტიკად მონათლული ხუშტური ჰქვია!
- +

15 ივლისი. 2019. 15:07

 

 

ქართველების ქვეყანა და ქართული სახელმწიფო, ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფენომენია!

 

პირველი მეორეს არ ნიშნავს!

 

სამაგიეროდ, მეორე პირველის არსებობის სრული გარანტია!

 

ქვეყანას ღმერთი გაძლევს - სახელმწიფო უნდა ააშენო!

 

ქვეყანაში საკუთარი ხუშტურით (დღევანდელი ქართველები პოლიტიკური უვიცობით და ფსევდოპატრიოტიზმით) ცხოვრობ!

 

სახელმწიფოს შენ და „სხვა“ აშენებთ! ოღონდ აშენებთ საკუთარი და „სხვისი“ („სხვებისაც“) ინტერესის სრული დაცვით და გათვალისწინებით და არა მხოლოდ საკუთარი ხუშტურით!

 

მიზეზი სხვაც ბევრია, მაგრამ...

 

რაც ახლა ხდება, იმას ქართული, „საკუთარ“ პოლიტიკად მონათლული ხუშტური ჰქვია!

 

ამ საკუთარმა ხუშტურმა (უვიცობამ) კი ის ქნა, რომ დღეს ქართველების ქვეყანაც და პოლიტიკაც მხოლოდ „სხვისია“!

 

ამ ხუშტურის (უვიცობის) გამო, ქართული „ხუშტურის“ და „პოლიტიკის“ ლექსიკონში, ჯერჯერობით, ვერა და ვერ ჩავაკვეხეთ ის, რის გარეშეც სახელმწიფო არ შენდება, - ერთმანეთზე ლოგიკურად მიბმული, „საკუთარი და სხვისი, თანმხვედრი პოლიტიკური ინტერესი“!

 

ძირითადად, ეგრეა საქმე!

 

მარტივად და გლეხურადო და ე!

 

იძახეთ აწი: - გვეშველება რამე?!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner