logo_geo
eng_logo
პეტრას ციხესა და მტირალას ეროვნულ პარკში დღეს ინფოტური მოეწყო
- +

10 ივლისი. 2019. 15:09

 

 

პეტრას ციხესა და მტირალას ეროვნულ პარკში დღეს ინფოტური მოეწყო. აქტივობა როგორც ქართველი ფოტოგრაფებისათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ტუროპერატორებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის დაიგეგმა.

 

შოტლანდიელმა, პოლონელმა და უკრაინელმა სტუმრებმა სოფელ ჩაის უბანში საკალმახეს მეურნეობა გასამანია მოინახულეს. გასამანიის ტყეში მოეწყო კვადროციკლების ტური.

 

ინფოტურები ყოველწლიურად, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტარდება. საინფორმაციო სახის ტურები მიზნად ისახავს ქობულეთის, როგორც კურორტის პოპულარიზაციას და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.

 

ინფოტური 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურის ფარგლებში, სტუმრები ქობულეთის ღირსშესანიშნავ ადგილებსაც მოინახულებენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner