logo_geo
eng_logo
ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამეგობრებული ქალაქების მერებსა და წარმომადგენლებს მასპინძლობს
- +

12 ივლისი. 2019. 15:18

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამეგობრებული ქალაქების მერებსა და წარმომადგენლებს მასპინძლობს.

 

ოფიციალური ვიზიტით ქალაქში პოლონეთის, ლიტვის, თურქეთის, ესტონეთისა და უკრაინის დელეგაცია იმყოფება. სტუმრები ქობულეთს ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი მუნიციპალიტეტის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს  მოინახულებენ. დაათვალიერებენ ტურისტულ ობიექტებს.

 

დამეგობრებული ქალაქის წარმომადგენლები დღეს საზეიმოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

 

მერმა სტუმრება ქობულეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოში უმასპინძლა. მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ქობულეთის მუზეუმს ეწვივნენ და აქ დაცული არტეფაქტები დაათვალიერეს. დააგემოვნეს ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო.

 

უცხოური დელეგაცია ქალაქში 14 ივლისამდე დარჩება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner