logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება არასამართლიანი და არაობიექტურია!
- +

2 ივნისი. 2016. 18:19



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების საპასუხოდ, რომელიც მმართველ გუნდში „მოძველბიჭო" ჯგუფების არსებობას ეხებოდა, განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად იცის, რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში" და რა გუნდი ხელმძღვანელობს მას, ამ გუნდის დახმარებით გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი.



პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის სამართლიანი და არ არის ობიექტური. პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ ვის აერთიანებს ჩვენი გუნდი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს განცხადება არის არასამართლიანი და არ არის კორექტული",- განაცხადა კობახიძემ.



მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში" არ არსებობს არანაირი „ძველბიჭური" დაჯგუფება.



პარტიის აღმასრულებელი მდივანი კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მთელმა გუნდმა, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობამ, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა.



ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც მოხდა კორცხელში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ ოქტომბრის არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქმე გვქონდა დაგეგმილ აქტთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ირაკლი კობახიძე პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.


ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საუბარი კახა კალაძეზე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ უშუალოდ კახა კალაძესთან მიმართებაში გააკეთეს. გახსოვთ თქვენ, რა ხდებოდა 2012 წელს. ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, თავხედობა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner