ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფოტური როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოტოგრაფებისთვის, ტუროპერატორებისთვისა და ჟურნალისტებისთვის დასრულდა.
ტურის ფარგლებში სტუმრებმა მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ქობულეთის მუზეუმი, სოფელ დაგვას, კვირიკეს, ლეღვას და სოფელი ჩაისუბნის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.
სოფელ მუხაესტატეში გია ცეცხლაძის საოჯახო მარანი მოინახულეს, სადაც მოეწყო კულინარიული მასტერკლასი. სოფელ ლეღვაში კი - ჩეხედანას წმ. გიორგის მამათა მონასტერი, ასევე ლევან ესაძის ასწლოვან ოდა სახლი და „ფილისპირი“.
ინფოტური, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა, ყოველწლიურად, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტარდება. საინფორმაციო სახის ტურები მიზნად ისახავს ქობულეთის, როგორც კურორტის პოპულარიზაციას და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.