logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: რთულ მდგომარეობაში არიან „ნაცები“, ამიტომაც არის მათგან მოსალოდნელი უმძიმესი პროვოკაციები
- +

15 ივლისი. 2019. 17:01

 

 

„18 ივლისს ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რომელმაც, წესით, საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორია უნდა შეცვალოს. კერძოდ, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს, ვის ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - მიხეილ სააკაშვილს თუ ქიბარ ხალვაშს?“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილებით საბოლოოდ გაირკვევა, „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორად დარჩება თუ ნამდვილ ტელევიზიას დაემსგავსება, რომელიც საზოგადოებას დეზინფორმაციული შხამით კი არ დაწამლავს, არამედ მართალი და ობიექტური ინფორმაციით შეაიარაღებს.

 

თუ დედამიწის ზურგზე სამართალია, თუ დასავლური დემოკრატია არ გარდაცვლილა და ევროპული მართლმსაჯულება პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვედ არ ქმნილა, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ს სააკაშვილს ჩამოართმევს და კანონიერ მფლობელს დაუბრუნებს, რადგან ყველა მტკიცებულება, ყველა ფაქტობრივი და იურიდიული გარემოება ცალსახად ცხადყოფს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა „რუსთავი 2“ მის კანონიერ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს უკანონოდ ჩამოართვა.

 

სააკაშვილით დაწყებული და გვარამიათი დამთავრებული, მთელმა სანაცეთმა კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხელიდან გამოეცლებათ, თუმცა, ბუნებრივია, ისინი სულაც არ აპირებენ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსიტყვოდ აღასრულონ და წლების წინათ მიტაცებულ ტელევიზიას, რომელსაც თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ასე ეფექტიანად იყენებენ, უმტკივნეულოდ გამოემშვიდობონ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად შეეცდება, სტრასბურგის სასამართლოს აღსრულებას ხელი შეუშალოს და ყველანაირ ბინძურ პროვოკაციაზე წავა, რათა მიტაცებული ტელევიზია შეინარჩუნოს.

 

წავა კი არა, საამისო პროვოკაციები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რუსთავი 2“-ს უკვე დაწყებული აქვთ.

 

„რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ წაკითხული უბინძურესი და უაღრესად პროვოკაციული ტირადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ეძღვნებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 18 ივლისს გამოსაცხადებელ გადაწყვეტილებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, სააკაშვილისა და გვარამიას კანტორა შეეცადა, ნიადაგი შეემზადებინა იმ ნარატივისთვის, რომელსაც სანაცეთი 18 ივლისის შემდეგ შემოგვთავაზებს - ტელევიზია პუტინმა წაგვართვაო!

 

აგერ ნახავთ, როგორც კი სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და „რუსთავი 2“-ს კანონიერ მფლობელის საკუთრებაში დააბრუნებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად ალაპარაკდებიან, რომ ეს არის პუტინის შურისძიება გაბუნიას ტექსტის გამო.

 

თუმცა, იაფფასიანი პროპაგანდა, რომ რუსეთმა ევროპა გაზით დააშანტაჟა, ევროსაბჭოს დაფინანსება გაუზარდა, „ФСБ“-მ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები „დაავერბოვკა“ და კიდევ ათასი სისულელე, რაც მარტო „ნაცის“ თავში შეიძლება მოიხარშოს, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის თუ გამოდგება, ანუ ისევ და ისევ „რუსთავი 2“-ის მიერ ტვინგარეცხილ და ზომბირებულ ობივატელს თუ დააგოიმებს, თორემ, რომელი ქვეყნის ელჩი, რომელი ერთი ევროპარლამენტარი და საერთაშორისო ორგანიზაცია გინდა დააჯერო იმაში, რომ სტრასბურგის სასამართლო პუტინის დაკრულზე ცეკვავს?

 

მოკლედ, რთულ მდგომარეობაში არიან „ნაცები“, ძალიან რთულში და ამიტომაც არის მათგან მოსალოდნელი უმძიმესი პროვოკაციები“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner