logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ლარის გამყარება დიდწილად არის კავშირში ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამოცვლასთან
- +

2 ივნისი. 2016. 18:21



ეკონომიკის ექპერტი ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან წასვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ლარი ორ თვეში 45 თეთრით გამყარდა.



ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ არ არსებობს სხვა ფაქტორების ერთობლიობა, რასაც შეიძლებოდა, რომ ორ თვეში გავლენა მოეხდინა ლარის გამყარებაზე.



დიდწილად ეს კავშირშია მენეჯმენტთან, რომლის შეცვლაც მოხდა ორი თვის წინ. ახლა ისეთი პერიოდია, რომ ძნელია თქმა შეინარჩუნებს თუ არა ლარი ნიშნულს, მაგრამ თუ ვნახავთ რა ფაქტორები იმოქმედებს ლარზე და როგორ ვითარდება მოვლენები, სავსებით შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ლარი კიდევ გააგრძელებს გამყარებას და დაიჭერს ახალი წონასწორობის ნიშნულს", - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner