logo_geo
eng_logo
20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ 4 პირს ბრალს ოფიციალურად 16 ივლისს წაუყენებენ
- +

15 ივლისი. 2019. 21:56

 

 

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ 4 პირს ბრალს ოფიციალურად 16 ივლისს წაუყენებენ.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

შსს-ს ცნობით, საერთო ჯამში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკა მელია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner