logo_geo
eng_logo
თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას
- +

2 ივნისი. 2016. 18:23



ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის  მოწვევით,  თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის (TPI) პრეზიდენტი ჰაბიპ ასანი. დღეს, 2 ივნისს ( 2016 წ.),  საქპატენტის ოფისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს TPI-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს  შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის  ინტელექტუალური საკუთრების უწყება  ითანამშრომლებს ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების  და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, შემუშავდება სასწავლო პროგრამები  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრისთვის. 



მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში კონსულტაციების გამართვას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner