logo_geo
eng_logo
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

16 ივლისი. 2019. 10:41

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ - ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა 1500 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 800 ლარი.

 

გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner