logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ანგარიშსწორება და შურისძიება არის გუშინდელი დღე!
- +

2 ივნისი. 2016. 18:24



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანგარიშსწორება და შურისძიება ეს არის გუშინდელი დღე.



პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების და ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზას ადგას, რაც საქმით ბევრჯერ დაადასტურა.



ამასთან, საქართველოს პრემიერის განცხადებით, მოქმედ ხელისუფლებას ბევრი ძალისხმევა დასჭირდა, რათა არ მომხდარიყო სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება.



ჩვენ უდიდესი ძალისხმება დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება. დღეს ხშირად გვესმის ამ დაუნდობელი სისტემის შემქმნელებისგან სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამდენი ბინძური და ტყუილი ბრალდებისა, ზუსტად იციან, რომ დღეს ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც კი მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა, ისინი არ გახდებიან შანტაჟის და ანგარიშსწორების მსხვერპლნი და ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის მონაპოვარი. ამით არის გამორჩეული ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. ანგარიშსწორება და შურისძიება ეს გახლავთ გუშინდელი დღე. რეგრესი და განვითარების შეფერხებაა იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადავუხადოთ სამაგიერო იმ ადამიანებს, რომელიც ყველაფერი ამის სათავეში იდგნენ", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, სჯერა, რომ გავა დრო და ხალხი მათი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდება.



ამასთან კვირიკაშვილის თქმით, რომ არ განმეორდეს ძალადობრივი ქმედებები ქვეყანაში, საჭიროა მოვლენებისათვის სახელის დარქმევა და ყველაფრის გაანალიზება.



ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ჩვენი მიზანია, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი.

ეს რომ აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება, მიზეზების დადგენა და რაც მთავარია, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვას ადამიანის მიმართ მსგავსი ქმედებები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner