logo_geo
eng_logo
„როგორც კი ქადაგიძე ჩამოშორდა ეროვნულ ბანკს, ლარმა დაიწყო მყისიერი გამყარება“
- +

2 ივნისი. 2016. 18:25



ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ზარქუა ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან წასვლას ასახელებს. 


ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ გიორგი ქადაგიძე, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესების გამატრებელი, ყველაფერს აკეთებდა იმისითვის, რომ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გაუფასურებულიყო, რადგან იცოდა, რომ ეს პირდაპირ დარტყმას მიაყენებდა საზოგადოების ყველა ფენას, უარყოფითი მუხტი კი მიმართული იქნებოდა ხელისუფლებისაკენ.



როგორც კი ის ჩამოშორდა ეროვნულ ბანკს, ლარმა დაიწყო მყისიერი, ნახტომისებური გამყარება, რაც ბუნებრივია, მიუთითებდა იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა მანამდე იყო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ.  როგორც კი მოეხს ეს გავლენა, სავალუტო ბაზრის სუბიექტებმა ეს იგრძნეს. იგრძნეს უკეთესი პერსპექტივები და გაუმჯობესდა მოლოდინები. ნახტომისებული გამყარების შემდეგ კი სახეზე გვაქვს ეკონომიკის გამოცოცხლება. სადღაც მარტი-აპრილის პერიოდიდან",- განაცხადა ზარქუამ.



მან დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელისი კობა გვენეტაძის პოლიტიკა, როდესაც მან რეზერვების ნორმები შეცვალა დოლარსა და ლარში. 


ის ყვლაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შეამციროს ქართულ ეკონომიკაში და ამის შედეგები უკვე სახეზე გვაქვს. მარტში და აპრილში ლარში გაცემული ბიზნეს-სესხები უფრო მზარდია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.



მისივე თქმით, ვალუტის სწრაფი გაუფასურება და გამაყრება არ არის კარგი, რადგან ის ბიზნესს აზარალებს.  თუმცა ლარის გამყარება მოსახლეობისათვის ხელსაყრელია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვს გამოტანილი და ეროვნული ვალუტის გამყარება მოსახლეობის წისქვილზე ასხამს წყალს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner