logo_geo
eng_logo
სალომე სამადაშვილი ოთო კახიძეზე: მსგავსი განცხადების გაკეთება მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო
- +

16 ივლისი. 2019. 16:04

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი თავის თანაპარტიელ ნიკა მელიაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ოთო კახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მძიმე პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.

 

„ვფიქრობ, ეს განცხადებები დღეს ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ პროცესებს, რომლებიც აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. ამას კი სჭირდება ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება და ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. ვფიქრობ, მსგავსი განცხადების გაკეთება მისი მხრიდან ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო“, - განუცხადა „პირველს“ სალომე სამადაშვილმა.

 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთო კახიძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. მისივე თქმით, ნიკა მელიამ, როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას მისცა საბაბი, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner