logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცილისმწამებელი, გადამგდები, შეუგნებელი ძალა
- +

16 ივლისი. 2019. 17:03

 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს.

 

„აი, აქ კომენტარებში შეიხედეთ და ეგრევე მიხვდებით:

 

რატომ დაიშალა „ენმ“;

 

რატომ ღმუის საპროტესტო აქცია „ენმ“-ის წევრთა მიმართვებზე და სააკაშვილის ხსენებაზე;

 

რატომ უნდა იყო ყოველთვის და ყველგან შორს ნაცი ველურებისგან.

 

რატომ მივიჩნევ დოყლაპია იდიოტად ყველას, ვისაც ნაცებთან რამეზე შეთანხმების იმედი აქვს“, -  წერს ჩერგოლეიშვილი, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ facebook-გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

 

Manana Kukhalashvili: ჩვენი ხმების ქურდები ხართ და არა პარტია, უნდა გრცხვენოდეთ

 

Tamara Chergoleishvili: ხმების ქურდი მიშაა თქვენი ლოგიკითვე – ჰოდა, იმას უძახეთ ეგ ჯერ…. შევარდნაძეს როგორ აწაპნა მანდატები და შექმნა „ნაცმოძრაობა“ მაგ ქურდბაცაცამ.

 

Manana Kukhalashvili:  რა შევარდნაძე, ადამიანო, რა ვთქვი ტყუილი, არ მიითვისეს ნაციონალების ხმები? თუ ასე მაგრები იყვნენ, რატომ არ იყარეს კენჭი დამოუკიდებლად, შევარდნაძეა ამის პასუხი? ნამუსი უნდა გქონდეს, თუ ხარ ადამიანი… მაგ დროს თქვენი მეუღლე სად ბრძანდებოდა, შემთხვევით, ნაციონალი ხომ არ გამხდარა.

 

Tamara Chergoleishvili: მიშამაც ასე მიითვისა „მოქალაქეთა კავშირის“ მანდატები – „მოქალაქეთა კავშირის“ სიით გასული ხალხით შექმნა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ლამაზად. რავი – ეძახდით მანდატების ქურდს?.. არა. „თავისუფლების ინსტიტუტში“ იყო და „მოქალაქეთა კავშირს“ უპირისპირდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2004 წელს შევიდა…

 

Tamara Chergoleishvili: ყველა ველური ერთად შეიკრიბეთ ბარემ, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, რატომ უნდა ეჭიროს თქვენგან თავი ყველა ცივილიზებულს და ნორმალურს – შორს. მოდით, უპასუხისმგებლო რეგვენებო… ისროლეთ ნაგავი და ტალახი – სხვა რა შეგიძლიათ? ხომ გამოჩნდა ამ აქციების დროსაც, რა შეგიძლიათ…

 

ძალიან შორს უნდა იყოთ ჩვენგან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არაფერი საერთო იარლიყის მიმკერებელ, დამბრალებელ, ცილისმწამებელ, გადამგდებ, არასერიოზულ, შეუგნებელ ძალასთან არაფერი, საერთოდ არაფერი გვაკავშირებს გარდა წარსულისა, რომელსაც ასევე სხვადასხვაგვარად ვაფასებთ! ესაა სასიცოცხლო ამოცანა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner