logo_geo
eng_logo
თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება
- +

16 ივლისი. 2019. 17:50

 

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, კლდის გასწვრივ. შესაბამისად, გმირთა მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტებით:  მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, ლაგუნა ვერეს მხრიდან; მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის ქუჩის გავლით (ვაჟა ფშაველას გამზირი, ბექას ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, კოსტავას ქუჩა); ალიევის სახელობის სანაპიროდან გოთუას ქუჩის ან სააკაძის მე-2 გასასვლელის გავლით (სააკაძის მოედანი, ჭაბუკიანის ქუჩა, პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა).

 

თამარ მეფის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს: გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს გავლით, იუსტიციის სახლის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნის, სააკაძის  პირველი გასასვლელის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის სააკაძის მოედნის, შარტავასა და გაგარინის ქუჩების გავლით გელოვანის გამზირის მიმართულებით.

 

მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner