logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

16 ივლისი. 2019. 19:10

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება და 200 კალენდარული დღე გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დროებით შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დაიკეტება; მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი პანდუსიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება; სადგურის მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის გავლით, ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროდან ვაკისა და საბურთალოსაკენ მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ე.წ. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის გავლით, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსებით. სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner