logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ღირსეულ პოლიციელს გულწრფელ მადლობას გიხდით!
- +

2 ივნისი. 2016. 18:31



შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ პირად შემადგენლობას გულითადად ვულოცავ პოლიციელის პროფესიულ დღეს!" - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.


 

ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან დროს. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ სამინისტროში და ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირი პოლიციელების ოჯახებს!

ყველა ღირსეულ პოლიციელს გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის, თქვენი ვაჟკაცობისა და გმირობისთვის!

ჩვენს პოლიციელებს სჭირდებათ მეტი თანადგომა და მხარდაჭერა მთავრობისგან და საზოგადოებისგან!

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

პოლიციელი გმირია!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი „facebook"-გვერდზე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner