logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლა პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია
- +

2 ივნისი. 2016. 18:32



მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლა პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია.



მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ანგარიში იყო და უფრო დეტალურად გავეცნობით. ჩვენი მხრივ, მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს იმ გამოძიებების შესახებ, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ მიმდინარეობდა. შესაბამისად, სამუშაო კომისიას სრული წვდომა ჰქონდა იმ ინფორმაციასთან, რაც პროკურატურაში არსებობს. ამ მიმართულებით ბევრი საჩივარი და განცხადება გვაქვს მიღებული, მიმდინარეობს გამოძიება და ბევრ საქმეზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner