logo_geo
eng_logo
მშენებარე კორპუსში მუშის დაღუპვის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა
- +

17 ივლისი. 2019. 10:41

 

დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკითხვები გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. პოლიციაში გამოკითხვაზე გარდაცვლილი მუშის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

 

როგორც ცნობილია, მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. გარდაცვლილი მუშა არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული ორგანული კანონის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს არასრულწლოვანი თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.

 

გუშინ ისანში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner