logo_geo
eng_logo
„NBC UNIVERSAL“ საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს
- +

17 ივლისი. 2019. 11:48

 

 

„NBC UNIVERSAL“ საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს. კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში „NBC UNIVERSAL“-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.

 

ჰოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლები საქართველოში ასევე სტუმრობდნენ რამდენიმე ლოკაციას, სადაც  სხვადასხვა ფილმისთვის ცალკეული სცენების გადაღების საკითხი შეისწავლეს. 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დაინტერესებას მიესალმება და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გადაღებების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner