ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ისტორიამ გვაჩვენა, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც შესაძლებელია მედროვენი ვუწოდოთ, მუდამ გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან ორმაგი სტანდარტებით. მათთვის გუშინ მიუღებელი, დღეს შესაძლოა მისაღები გახდეს და პირიქით, ასეთ ადამიანთათვის უცხოა ისეთი ცნებები, როგორიც არის პრინციპები და ღირებულებები", - ამის შესახებ „ახალგაზრდულს ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომელიც „რუსთავი 2"-ის გერენალური დირექტორის განცხადებებს ეხმაურება.
ჩიქოვანი იმ განცხადებებს იხსენებს, რომელიც 2007 წელს გვარამიამ ტელეკომპანია „იმედის" დარბევასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ვუსმენ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და მახსენდება მის მიერ 2007 წელს გაკეთებული განცხადებები ტელეკომპანია „იმედის" დარბევასთან და ქონების დაყადაღებასთნ დაკავშირებით. ის ამბობდა: „გამოძიება, ბუნებრივია, მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ნათლად ადასტურებენ კიდევ სხვა გარემოებებსაც, რომ „იმედი" არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში". აღნიშნულ პერიოდში გვარამია საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო. წარსულის გახსენების შემდეგ ვერ გამირკვევია, ეს ის ადამიანი გახლავთ თუ დღეს სხვა საუბრობს მედიის თავისუფლებაზე. გასაკვირია, რომ 2007 წელს მისი პოზიციით მედია არ საჭიროებდა თავისუფლებას, დღეს კი ეს აუცილებელი ყოფილა სახელწიფოსთვის. რეალობა კი ერთია, მედია თავისუფალი უნდა ყოფილიყო 2007 წელს და თავისუფალი უნდა იყოს 2016 წელსაც. დღეს კი საბედნიეროდ, მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, „რუსთვი 2"-ს აქვს მცდელობა, კერძო დავა ორ სუბიექტს შორის გადატანილ იქნას პოლიტიკურ ჭრილში, რაც დაუშვებელია.
„აღნიშნული ტელევიზია ნამდვლად არ გახლავთ სიტყვის თავისუფლების გამტარი და დამოუკიდებელი, სამწუხაროდ, ის არის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ორგანო, რომლის საინფორმაციო პოლიტიკა არის მიკერძოებული და არაობიექტური.
მსურს, ბატონ გვარამიას ერთი რჩევა მივცე: შესაძლოა, თქვენ იყოთ რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი, მაგრამ გახსოვდეთ, პირველ ყოვლისა უნდა იყოთ ქართველი! თქვენი ყოველი სიტყვით აზიანებთ საქართველოს ინტერესებს საერთშორისო ასპარეზზე და ახდენთ სახელწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. თქვენი განცხადებები პირდაპირი მოწოდებაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, სწორედ ამიტომ მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ თქვენი განცხადებებით და მასზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ", - განაცხადა ჩიქოვანმა „რეპორტიორთან" საუბრისას.