თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი, გენერალი სოსო ალავიძე პაატა ბურჭულაძეს და პოლიტიკურ მოძრაობას მისივე სახელის ბინძურად გამოყენებაში ადანაშაულებს. ალავიძის თქმით, ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე მიიწვიეს, ვინაიდან ამ პარტიის მიმართ ეჭვები, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ ძალას წარმოადგენს, გაფანტულიყო.
„ჩემი მიწვევა განპირობებული იყო იმით, რომ სწორედ ის ხმები, რომლებიც მათზე გავრცელდა სატელიტობასთან დაკავშირებით, გაფანტულიყო. მე ჩემი მტერიც კი ვერ მომიაზრებს ნაციონალებთან, ამიტომ ჩემი იქ მისვლით ადამიანების გარკვეულ პროცენტს გაუქრებოდა ეჭვი, რომ ისინი ვინმეს სატელიტები არიან. უარყოფა კი ალბათ ნაციონალების სურვილით იყო გამოწვეული. ასე ვთქვათ, გამომიყენეს ძალიან ბინძურად . პაატა ბურჭულაძეს ძალიან კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ, როგორც დიდ ხელოვანს, სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი მისი მხრიდან ჩემი უარყოფის, მაგრამ რას ვიზამთ, კაცობრიობის ისტორიას გაცილებით უფრო მძიმე უარყოფის ფაქტები ახსოვს", - ამბობს ალავიძე.