logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 13 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

17 ივლისი. 2019. 13:46

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.მ.-მ და ო.ს.-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 116,8918 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 16 ნოემბერს ასევე ჯგუფურად ქ. გარდაბანში,  უკანონოდ გაასაღეს მოქალაქეზე.

სამართალდამცველებმა ა.მ. და ო.ს. შემთხვევის ადგილზე  დააკავეს.  მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად ა.მ.-ს 13 წლით, ხოლო ო.ს-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner